- ცესკოს მიერ დათვლილი 23 უბნის მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ლიდერობს, თუმცა მოსალოდნელია მეორე ტური.
წინასწარი მონაცემებით, ჩიქოვანს 46,14 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია, რომელმაც ხმების 37,97 % მიიღო.
რაც შეეხება, “ევროპული საქართველოს” კანდიდატ გიგი უგულავას, მას ხმა ამომრჩეველთა 7,81 %-მა მისცა.
ზუგდიდში სულ 109 უბანი იყო შექმნილი.