სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საახალწლო ღონიძიებები. ათივე მუნიციპალიტეტში ახალ 2016 წლს ღია ცის ქვეშ კონცერტებითა და გრანდიოზული ფეიერვერკებით ხვდებიან.გთავაზობთ გასამართი ღონისძიებების ნუსხას:
✔ქალაქი ზუგდიდი ► 19 დეკემბერი – ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება. გაიმართება კოსტიუმირებული წარმოდგენა ►30 დეკემბერი – 10 იანვარი -ხელნაკეთი ნაძვის ხეების გამოფენა არტ გალერეაში ► 31 დეკემბერი – საახალწლო გალა კონცერტი ცენტრალურ პარკში (მონაწილეობენ თეატრალური კვარტეტი, ჯგუფი სეიშენი, ვაჟა მანია). ► 1 იანვარი- საბავშვო საახალწლო კონცერტი კულტურის სახლში (კონცერტზე მოწვეული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები. დარიგდება სასაჩუქრე ჩანთები ტკბილეულით). ►7 იანვარი – საშობაო ალილო, მსვლელობა.
✔ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ►31 დეკემბერი – საახალწლო კონცერტი დარჩელის ადმინისტრაციულ ცენტრში, ღამის 12 საათზე ფეიერვერკები. ►3-4 იანვარს- კულტურისცენტრ ,,ოდიშის“ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება მიუზიკლი ,,საშობაო ზღაპარი“, სადაც მოწვეული იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები. მიუზიკლის ბოლოს ბავშვებს გადაეცემათ საჩუქრები. ►საჩუქრები დაურიგდებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ►7 იანვარი – საშობაო ალილო, მსვლელობა.