- ოპოზიციის აქციამ, მერაბ ქვარაიას ბიუროდან ედიშერ თოლორაიას ბიუროსკენ გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები სიმბოლური ბოქლომის დადებას აპირებენ მაჟორიტარის ოფისისთვის.
მერაბ ქვარაიას ოფისთან გამართული აქცია დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერ შესძლეს მისი ოფისისთვის სიმბოლური ბოქლომი დაედოთ, რადგან მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ოფისში განთავსებული სხვა ორგანიზაციების თანამშრომლებმა.
აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ. ისინი აპროტესტებენ 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ზუგდიდელმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი.