წითლიძე “ოცნების” მერობის კანდიდატზე


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ანა წითლიძე, გამოეხმაურა მერის შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას გამოსვლას დღევანდელ შეხვედრაზე. წითლიძე თავის ფესბუქგვერდზე წერს:
“ვუსმინე თავიდან ბოლომდე გეგა შენგელიას წარდგენას, მის სიტყვით გამოსვლას და მთავარ მესიჯებს რას პირდება ზუგდიდელებს.
საქმე ბევრად მძიმედ ქონია ვიდრე ველოდი. ჯერ სანამ სიტყვას დაასრულებდა მეშინოდა არ ატირებულიყო და სცენიდან არ გაქცეულიყო.
1. აუხსენით ამ ადამიანს რომ მხოლოდ ქალაქში კი არა მუნიციპალიტეტში ირჩევენ და მუნიციპალიტეტში სოფლებიც შედის. ( უკვე მეორედ უშვებს მაგ შეცდომას)
2. არ ქონია არც ერთი კონკრეტული მესიჯი ზუგდიდელებისთვის რის შეცვლას აპირებს ან რა გვჭირდება ზუგდიდელებს. გარდა იმისა რომ განავითარებს ტურიზმს და გახდის ზუგდიდს უფრო მიმზიდველს. რითი აპირებს ამას? ასე გოგიაც გვპირდებოდა და კი ვნახეთ სადაცაა.
3. არ უსაუბრია კორუფციაზე და ნეპოტიზმზე რომელმაც წალეკა ზუგდიდი და არ უთქვამს როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას. თუ ამას საერთოდ არ თვლის პრობლემად?
4. განვავითარებ საგზაო ინფრასტრუქტურასო და რას გულისხმობდა ვინმემ იცის? ალბათ ზუგდიდის იმ გზების შეკეთებას შვიდი წელია რომ ვერ დაასრულეს.
5. ვსწავლობდი მეორე საჯარო სკოლაში, დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდშიო – სად სწავლობდა და სად დაიბადა ისედაც ვიცით (თორემ ეგეც დაიბადა ჩერჩილი) მაგრამ ზუგდიდელებს რომლებსაც ქართული ოცნების პირობებში გაუუარესდათ ცხოვრების პირობები ამით რა? მასე გოგიაც ზუგდიდში დაბადებულ გაზრდილი იყო ზუგდიდელების ფულის შეჭმის გამო რომ ზის ახლა ციხეში.
6. თუ 41 შემოხაზავ სიმშვიდე იქნებაო ზუგდიდში. )) – აქ მართალია, ისეთი მკვდარზე ვენოკი გამოსვლა ქონდა რომ განვითარებისთვის საღათას ძილი მისი მერობის შემთხვევაში გარანტირებული გვაქვს ზუგდიდელებს.
7. ანაკლიას განვავითარებთო – და ანაკლიის პორტის ხსენებისას ნეტავ ხაზარაძე როგორ გაყიდა გახარიაზე თუ გაახსენდა.
8. არც ერთი სიტყვა არ უთქვამს კერზაიას საქმეზე, მხოლოდ მაშინ უპასუხა როცა ჟურნალისტებმა კითხეს. ისიც ბუნდოვნად რომ თურმე გული წყდება მაგრამ გამოძიების იმედი აქვს. არადა ამაზე მხოლოდ ერთი კითხვა და ერთო პასუხია: თვლის თუ არა, რომ კერზაია “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური ნიშნით მოკლა? პასუხიც ერთია: ან კი ან არა. ამაზე მოუწევს პასუხისგაცემა.
ირაკლი ჩიქოვანმაც კი რომ უსმინა მის გამოსვლას დააყოლა გეგას ცენტრალური ხელისუფლება უჭერს მხარსო, ნიშანდობლივი იყო ჩიქოვანის ეგ ფრაზა. მაგ სფიჩით ზუგდიდელების იმედი დიდად არ უნდა ჰქონდეთ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!