- ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე, მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილნი და მაცხოვრებლებს ამოწმებენ.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ-პროფილაქტიკოსმა ჟანა ყურუამ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ქუჩაზე ეპიდკვლევას აწარმოებენ:
“გამოკითხვა მიმდინარეობს, თუ არსებობდა აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, კონტაქტები. ჯერჯერობით, რაიმე გამოვლენილი ტემპერატურის სახით, არ არის დაფიქსირებული. ყველა კონტაქტს ვიკვლევთ, ვეძებთ, ვკითხულობთ და რეკომენდაციასაც ვაძლევთ, თუ რამე სიმპტომები აღენიშნებათ, მაშინათვე, დაურეკონ 112 -ს, რომ მოხდეს მათი გადაყვანა სპეციალური დაწესებულების ცხელების ცენტრებში. თერმოსკრინინგი დღეს, დავიწყეთ. ეს ქუჩა სამ ზონად არის დაყოფილი. ჩვენ მარტო თერმოსკინინგს არ ვატრებთ, ვაწარმოებთ გამოკითხვასაც, კონტაქტებს ვიძიებთ. როგორი სახის კონტაქტი ჰქონდათ, დისტანციური თუ პირდაპირი შეხებით, ამიტომ ეს პროცედურა დროს მოითხოვს.”
წერეთლის ქუჩაზე კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა. ამავე ქუჩიდან საკარანტინე სივრცეში 15-მდე არასრულწლოვანია გადაყვანილი.