“წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტები”


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში პროექტის “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტების” ფარგლებში ჩატარდა ნინო ქანთარიასა და გოჩა ახალაის პოეზიის საღამო.

პროექტში აქტიურად მონაწილეობისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის კულტურისა და განათლების ცენტრის დირექტორმა გიორგი ფიფიამ ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები, მოწვეული სტუმრები და ახალგაზრდა პოეტები რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს.

საღამოს უძღვებოდა პოეტი შალვა ქარჩავა. საღამო მუსიკალურად გააფორმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ დიტო ქარჩავამ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის კულტურისა და განათლების ცენტრის ვაჟთა ანსამბლმა(ხელმძღვანელი- ნიკოლოზ ლატარია). 

პროექტი “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტების” ფარგლებში მსგავსი საღამოები გრძელდება.


კომენტარი

  1. გიორგი

    როგორ მივიღო მონაწილეობა ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!