- დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ხარჩილავა, თავის მოადგილეებთან ერთად, ზუგდიდის ბულვარში შეხვდა მედიას და გააკეთა განცხადება, რომ მიემგზავრება თბილისში და ეურთდება პარლამენტში დაგეგმილ დღევანდელ აქციას.
“საქართველოს ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე, ახალგაზრდობაზე. უღალატა საქართველოს მომავალს და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო და ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში, დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი არ ნებდება და ახლა, ყოველი ჩვენთაგანის ვალია, რეგიონების ვალია, შევეშველოთ, ჩავანაცვლოთ, შევავსოთ მათი რიგები და ივანიშვილის ის ოცნება, რომ ჩვენ შემოდგომამდე ძალა გამოგველევა შემოვუბრუნოთ უკან, თვითონ მოვქანცოთ და თვითონ წავიყვანოთ დათმობაზე. გაიწვიოს რუსული კანონი და საერთოდ, არა ყველაფერ რუსულს”.. -განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.