წაბლის სასარგებლო თვისებები


  • წაბლი უძველესი დროიდან გამოიყენება სამკურნალოდ. ზოგიერთ ქვეყანაში ის „მეორე პურის“ როლსაც ასრულებს, ზოგან კი ყავის შემცვლელის. საფრანგეთში წაბლის დღესასწაულიც კი არსებობს.
წაბლი (ლათინურად Castanea) — წიფლისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივან მერქნიან მცენარეთა გვარია. გამოიყოფა წაბლის ოთხი ძირითადი სახეობა: ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული წაბლი.
წაბლის ორი სრულიად განსხვავებული სახეობა არსებობს – ცხენის წაბლი (Aesculus hippocastanum) და ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mille). სწორედ ამ უკანასკნელის ნაყოფია საჭმელი პროდუქტი.
ჩვეულებრივი წაბლი მოდის ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
წაბლს იყენებენ ტორტების, ნაყინის, კანფეტებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის დამზადებისას. მშრალ ნაყოფს ფქვავენ და ხორბლის ფქვილში ურევენ, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ის პურის შემცვლელიცაა. მას ასევე იყენებენ, როგორც ყავის შემცვლელს.

წაბლის კალორიულობა და შემადგენლობა

100 გრამი ცოცხალი წაბლის კალორიულობაა 166 კკალორია, მოხარშულის – 131, ხოლო შემწვარის – 182. ყველაზე ნაკლებად კალორიულია ორთქლზე მომზადებული წაბლი – ის სულ 65 კკალორიას შეიცავს და ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას.

წაბლი შეიცავს 60% სახამებელს, დაახლოებით 15% შაქრებს, თითქმის 6% ცილებს, 2%-ზე მეტ ცხიმებს. მასში შედის მინერალური ნივთიერებები, უჯრედისი, А, С და В ჯგუფის ვიტამინები.

კერძოდ, წაბლის შემადგენლობაშია სასარგებლო ნივთიერებები: ფლავონოიდები, პექტინები, მთრიმლავი ნივთიერებები. მცენარის ქერქი შეიცავს გლიკოზიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებსა და ზეთებს.

წაბლს ხალხურ მედიცინაში იყენებენ შემდეგი დაავადებების დროს: ვენების მატონიზირებელი საშუალება, აჩქარებს ვენებში სისხლის მოძრაობას. ანტითრომბული – ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და აბრკოლებს თრომბების წარმოქმნას, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობების შეხორცება, შარდმდენი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი, ანტიკლეროტიკული, ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, სიმსივნის საწინააღმდეგო, ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები და რადიონუკლიდები, გამოიყენება სხივური თერაპიის შემდეგ, აქვს სისხლდენის შეჩერების ეფექტი, ანთების საწინააღმდეგო,აქვს შემკვრელი ეფექტი, აწესრიგებს კუჭის წვენის მჟავიანობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას აქრობს სისხლძარღვების სპაზმებს, ამცირებს არტერიულ წნევას, გარეგანი მოხმარების მალამოებში ხელს უწყობს ანთებითი კერის ჩაქრობას, მკურნალობს ჩირქოვან ჭრილობებს, დამწვრობას, მოყინვას.

ხალხური მედიცინა ასევე წაბლით მკურნალობს რევმატიზმსა და ღვიძლის დაავადებებს, ზოგიერთ გინეკოლოგიურ დაავადებას (მცირე მენჯის არეში სისხლის შედედების დროს), ბუასილს. გავრცელებული იყო ასევე წაბლის მასაჟი – იყენებენ მასტოპათიის დროს, ასევე ხელებისა და ფეხების მასაჟისთვის – დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ის შესანიშნავად ხსნის დაღლილობას. სამკურნალო თვისებები აქვს ცხენის წაბლსაც. მისი ყვავილის წვენს იყენებენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ათეროსკლეროზისა და ბუასილის დროს; ნაყოფის ნაყენს დიარეისას, მალარიისა და მწეველბს შორის ქრონიკურლი ბრონქიტის დროს. ნაყოფის ქერქის ნახარში კარგია საშვილოსნოდან სისხლდენისას. ცოცხალი დაქუცმაცებული ფოთოლი და ნაყოფის ნაყენი გამოიყენება ასევე გარეგანი მოხმარებისთვის.

წყარო

 

outbrain


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!