ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა გზის სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე მობილიზებულია ასევე ყველა შესაბამისი სამსახური.

კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცირე მეწყერი ჩამოწვა, მაგრამ ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია. გაწმენდით სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“.

აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ. აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო – პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!