- ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ქალაქსა და სოფლებში მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლიანი ხე, რამაც გზების ჩახერგვა გამოიწვია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად ყველა მიმართულებით გზის გაწმენდა უმოკლეს დროში მოხდა.
ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი კაბელები, რის გამოც დასახლებების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ზუგდიდის მერის რომელიც ადგილზე ეცნობა არსებულ ვითარებას აცხადებს, რომ სახურავი დაუზიანდა ხუთ კერძო და 2 საჯარო დაწესებულებას. ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.