25 აგვისტოს, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად რუსთაველისა და გაგარინის ქუჩებზე წყლის ნაკადი დაგროვდა და რამდენიმე ოჯახის ეზო დაიტბორა. რუსთაველის ქუჩაზე (ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორია), წვიმამ ნარგავები დააზიანა. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების მიერ, გვიან ღამითვე მოხდა ნარგავების გამაგრება.
ბოტანიკური ბაღის მონიტორინგის შედეგად დადგინდა რომ, ძლიერ წვიმას დაზიანებები აღნიშნული ტერიტორიისთვის არ მიუყენებია, ბაღის წყალსაწრეტი სისტემა გამართულად მუშაობს.პრობლემის აღმოსაფხვრელად აღნიშნულ ტერიტორიებზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურები, სახანძრო და სამაშველო ბრიგადებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
დღეს დილიდანვე, ა.ა.ი.პ. ,,კეთილმოწყობის“ ცენტრის წარმომადგენლების ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებენ.