- საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში ნათია გადელიამ იასპარეზა.
უწყების ცნობით, ქართველმა ძალოსანმა B ჯგუფის ატაცში მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით 90 / 94 კგ. დაძლია და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.
ზუგდიდელმა სპორტსმენმა აკვრაში 115 / 121 / კილორამის ძლევით კვლავ მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 215კილოგრამით კი ჯგუფში მეოთხეა.