“ძალა ევროპაშია”


ზუგდიდში კამპანიის ძალა ევროპაშია” ფარგლებში, გაიმართა აქცია “რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი”. აქცია ტარდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სამოქალაქო საბჭოს წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით.ბულვარის მიმდებარედ, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებულ სამანქანო გზაზე, გამოიფინა რუსული საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ფოტო და საარქივო მასალა.IMG_6240

აქციის მსვლელობისას მცირე ინციდენტი მოხდა. აქციის ორგანიზატორებთან მივიდა მოქალაქე ქეთევან ზარქუა, რომელმაც გააპროტესტა აქციის მიმდინარეობა. მან აქციის მონაწილეებს მიმართა: “ჩვენი მეზობელია რუსეთი, ვინ არის ამერიკა. გონებას მოუხმეთ. ჩვენ რუსეთი გვჭირდება. მომავალზე ვიფიქროთ, ხალხნო.”

“საერთაშორისო გამჭვირვალე საქართველოს”  ზუგდიდის ოფისის ხემლმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით, აქციით უნდოდათ ეთქვათ, რომ რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია და რუსული მხარდამჭერის პოლიტიკა კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში. “ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი, ძალა რეალურად არის ევროპაში”.

დღეს, 18:00 საათიდან კი, ზუგდიდის არტგალერეაში, საჯარო ლექციას წაიკითხავს ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!