- 16 დღიანი კამპანიის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შიდსით დავადებულთა დახმარების ფონდმა, ქალთა ევრაზიულმა ქსელმა, შიდსის საკითხებზე გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “ძალადობას გამართლება არ აქვს”.
დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერებისა და ტოლერანტობის გაზრდას აივ დადებით ქალთა პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.