ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი – თუ მოქალაქე მუნიციპალურ თავშესაფარში დაარეგისტრირებს ცხოველს, სტერილიზაცია-კასტრაცია უფასოდ მოხდება 


  • ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს სთავაზობს, რომ დაარეგისტრირონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში, რის შემდეგაც ცხოველის უფასოდ სტერილიზაცია – კასტრაციას შეძლებენ.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი განმარტავს, რეგისტრაციის საფასური 19 ლარს შეადგენს.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიახლეს ვთავაზობთ: თუ მოქალაქე მოვა მუნიციპალურ თავშესაფარში და აქ დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი უფასოდ მოახდენს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას, რაც საკმაოდ კარგია. იცით, რომ გარკვეულ საფასურს იხდიან ადამიანები როგორც კერძო ვეტკლინიკაში, ასევე მუნიციპალურ თავშესაფარში, ასეთი მომსახურება ფასიანია.

ამ კამპანიით გვინდა წავახალისოთ ცხოველთა რეგისტრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გვინდა ხაზი გაესვას სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობას.

ადამიანებს შეუძლიათ ცხოველთან ერთად მობრძანდნენ მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც რეგისტრაციის საფასურია გადასახდელი 19 ლარის ოდენობით, სპეციალური ჩიპით ხდება ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიცირება, რის შემდეგაც შეუძლიათ ცხოველი სრულიად უფასოდ გაასტერილონ ცხოველი მუნიციპალურ თავშესაფარში.

ამ კამპანიას სატესტო სახე აქვს, ერთი თვე იქნება გათვალისწინებული. შედეგებიდან გამომდინარე, თუ როგორ გაამართლებს ეს კამპანია, ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ თუ არა ასეთი აქცია. ის მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული ჯარიმას ექვემდებარება. 2015 წელს საკრებულომ გამოსცა დებულება, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მოსახლეობამ დაარეგისტრიროს პატრონობაში მყოფი ცხოველი“,- აღნიშნავს გიორგი კობიაშვილი მედიაცენტრ „მთავარში“.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!