საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტის „ცოცხალი წიგნები – 2018″ სამეგრელოს ტურის ფარგლებში 6 ნოემბერს ზუგდიდში შეხვედრა გამართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში ზუგდიდელი მკითხველი შეხვდა მწერლებს. ინო არჩუაშვილმა, ლევან ლორიამ, ირაკლი შამათავამ, ნინო ქოქოსაძემ, ირმა ბერიძემ და გივი ჭიღვინაძემ წაიკითხეს თავიანთი ნაწარმოებები.