ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა


  • ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით შინაური ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას ატარებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ვეტერინარები პატრონიან და მიკედლებულ შინაურ ცხოველებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ცრიან.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 2013 წლიდან ატარებს. ყოველწლიურად 300 ათასზე მეტი შინაური ცხოველი იცრება. მიმდინარე წელს უკვე ვაქცინირებულია 260 000-ზე მეტი ცოფის ამთვისებელი ცხოველი; წლის ბოლომდე 320 000 მანიპულაციის ჩატარება იგეგმება.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია „ვიმოქმედოთ ახლა“, რაც გულისხმობს მასშტაბური ვაქცინაციის ორგანიზებას, ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობის განაწილებას ცოფის სრულად აღმოფხვრაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!