ცნობილი ზუგდიდელები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე-მიშა ქირია


  • ფრანკფურტში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, ოპერის მომღერალი მიშა ქირია, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწესებულ ტარიფებზე თავის ფეისბუქგვერდზე წერს:

“ვეცდები ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, რადგან ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები უკავშირდება ამ საოცარ ადგილს. დავიწყებ იმით, რომ ამჟამად ვცხოვრობ ფრანკფურტში, ფრანკფურტს აქვს არაჩვეულებრივი ბოტანიკური ბაღი “Palmengarten”-ი, საოცარი უნიკალური მცენარეებით, სათფურებით, ლაბორატოტიებით, რომელიც არის უნიკალური და არის ფასიანი, მაგრამ ფრანკფურტის ბოტანიკური ბაღის მოპირდაპირედ, ზუსტად 10 მეტრში, არის პალმენგართენზე უფრო დიდი “Grüneburgpark” პარკი, რომელიც არის უფასო, თუ ვინმეს სეირნობა მოუნდება და ფული არ აქვს, ვერ შედის პალმენგართენში, აქვს ალტერნატივა, ფრანკფურტში ჯამში 76 მოქმედი პარკია, აქედან რამდენიმეა ფასიანი დანარჩენი, 70-ზე მეტი პარკი უფასოა.

ფრანკფურტის მოსახლეობა შეადგენს 753 000 ადამიანს. ზუგდიდს აქვს ერთადერთი ადგილი, ბოტანიკური ბაღი, სადაც შეუძლია ადამიანს ისეირნოს, ივარჯიშოს, დატკბეს ბუნებით და უბრალოდ დაისვენოს, ვფიქრობ, რადგან სხვა ალტერნატივა არა აქვს მოსახლეობას, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო. არ არის საჭირო ლონდონის მერიაზე მეტი თანამშრომელი, მანქანა, უფასო ბენზინი, შეამცირონ ეს ხარჯები და დაეხმარონ ბოტანიკურ ბაღს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, ხალხის გადასახადებიდან გადახდილი ფულით.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!