- ზუგდიდელი, სამოქალაქო აქტივისტი, მეწარმე ციცინო შენგელია ზუგდიდელებს დამდეგ შობა ახალ-წელს ულოცავს.
ყოველთვის ძნელია წელი შეაჯამო და თქვა რა გზა განვლე გასული წლის განმავლობაში, რადგან ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და განსხვავებულ შეგრძნებებთან არის დაკავშირებული, მთავარია გავცეთ რამდენიმე კითხვას პასუხი: რა მოხდა ჩემთვის მნიშვნელოვანი? რა გავაკეთე ჩემი თავისთვის? რა გავაკეთე სხვებისთვის? რა შემეძლო უკეთესად გამეკეთებინა? თუ პასუხები მოგაროვეთ ჩავთვალეთ, რომ ახალი წლის “შპარგალკა” გამზადებული გაქვთ.
ყოველი ახალი წელი არის 365 დღე ახალი შესაძლებლობების, ახალი რამის სწავლის, განვითარების, ახალი ადამიანების გაცნობის და დამეგობრების, სიკეთის და სიყვარულის გაცემის და რა თქმა უნდა, უკანვე მიღების. გილოცავთ დამდეგს. ვისურვებდი, მშვიდობას დედამიწაზე და ულევ სიყვარულს ჩვენს გულებში.