- ზუგდიდის საოლქო საარჩევნოკომისიამ განიხილა “გახარია-საქართველოსთვის” საჩივარი, 30-ე უბნის ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით.
ხელახლა გადათვლის შედეგად, თუ მანამდე პარტიას “გახარია-საქართველოსთვის”, ამ უბანზე მხოლოდ 3 ხმა ჰქონდა, 60 დაემატა და გახდა 63 ხმა.
ამავე უბანზე, ბათილი ბიულეტენების გადაითვლის შედეგად, “გახარია-საქართველოსთვის” ერთი ხმა დაემატა, „ენმ“-ს -2, “ოცნებას”- 2 , “ლელოს”-1.
30-ე უბნის შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირდა ფაქტობრივი შეცდომა. მართალია, შედგა შესწორების ოქმი, მაგრამ ეს შედეგი არ ასახულა შემაჯამებელ ოქმში. საჩივრიც სწორედ ამან გამოიწვია.