ცვლილებებია ზუგდიდის ქუჩების საგზაო მოძრაობაში. სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები განთავსდება – ნიკოლაძის, შარტავას, დუტუ მეგრელის, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებზე, ასევე კოსტავას ქუჩაზე, #1-ელი საჯარო სკოლის და #6-ე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიებზე.
საგზაო ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია გარდა მსუბუქი ავტომანქანების“- განთავსდება კედიას ქუჩის ორივე მხარეს.
საგზაო ნიშანი – „გაჩერება-დგომა აკრძალულია“- „მაკდონალდსის“ მიმდებარედ. საგზაო ნიშანი – „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ დამონტაჟდება ბერანძის ქუჩაზე, შინაგანი ჯარის მიმდებარე ტერიტორიაზე.