- საერთაშორისო დამკვირვებელთა 76-მა ორგანიზაციამ გაიარა აკრედიტაცია ცესკოში, საქართველოს 2024 წლის ელექტრონულ არჩევნებში, ყველა დონის საარჩევნო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის.
OSCE/ODIHR (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი) ამ არჩევნებზე, ყველაზე მეტი, 683 დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი.
ინფორმაციისთვის: 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.