- ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მეორე ტური გაიმართება მერობის კანდიდატებს ანზორ მელიასა და მამუკა წოწერიას შორის.
ანზორ მელიამ ხმების 46.88% აიღო, ხოლო “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა მამუკა წოწერიამ 41.15%.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. მეორე ტური შედგება როგორც თბილისში, ისე რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტში.