ცაიშში ელექტრონული არჩევნები მიმდინარეობს


საქართველოში, პირველად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში შუალედური არჩევნები ელექტრონული წესით მიმდინარეობს. ცაიშის სამივე უბანი დროულად გაიხსნა.

უბნებზე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სიახლეს წარმოადგენს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ხმებს მოქალაქეები ელექტრონულად მისცემენ. ამ ხმებს ელექტრონულადვე დაითვლიან.

 ეზოში განთავსებულ მონიტორზე, ასევე შენობის შიგნით განთავსებულია ინსტრუქციები, სადაც განმარტებულია, როგორ უნდა მისცეს მოქალაქემ ხმა ახალი სისტემით.
ცაიშის დეპუტატობისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძვის. „ქართული ოცნებიდან” თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველონ“ გოდერძი კუკავა, „თავისუფალი საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი.

ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!