ჩხოროწყუში ,,ახალგაზრდული დღეები 2019” მიმდინარეობს


  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში “ახალგაზრდული დღეები 2019” მიმდინარეობს. ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, გაიმართა სპორტული, კულტურული, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიებები.

ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დათო დარსალიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ “ახალგაზრდული დღეები” მუნიციპალიტეტში 2008 წლიდან ტარდება. “2013 წლიდან ახალგაზრდულმა დღეებმა მიიღო სხვა სახე. ტარდება კვირეული. ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული დღეები უმჯობესდება წლიდან წლამდე. ჩვენი ახალგაზრდები განსაკუთრებით ელოდებიან ამ დღეების დადგომას. ღონისძიებაში ჩართულია ასოცდაათი ახალგაზრდა. არის სხვადასხვა აქტივობები. საღამოები, თამაშები, კარაოკე, მელომანია, ინტელექტუალური თამაში: რა? სად? როდის? ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაცნობას, ურთიერთობას და ახალგაზრდების ჩართულობას ჩვენი რაონის წინსვლისთვის. ამ მხრივ, ეს ღონისძიება ძალიან საჭირო, დროული და მიზნობრივია”.

“ახალგაზრდული დღეები” იმართება მერიის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით.

ახალგაზრდული დღეები 20 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!