ჩრდილოეთ კორეამ 2020 წელს პირველი სარაკეტო გამოცდა ჩაატარა


ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი დაუდგენელი ტიპის რაკეტა გამოსცადა. ეს მიმდინარე წელს პირველი სარაკეტო გამოცდაა. რაკეტების შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროდან იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს.სარაკეტო გამოცდამდე სამხრეთ კორეამ და აშშ-მა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის საფრთხის გამო ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყება გადაიდება. გასულ წელს, 18 თვიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოცდა მაისში დაიწყო და მას შემდეგ ათობით რაკეტა გაუშვა.
კიმ ჩენ ინმა აშშ-ს მოლაპარაკებების გაგრძელების ბოლო ვადად 2019 წლის ბოლო დაუსახელა, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა. 2020 წელს მან გამოაცხადა, რომ ბირთვული და გრძელი რადიუსის სარაკეტო გამოცდების შეჩერების ბრძანებას აუქმებდა. ის დაიმუქრა, რომ მსოფლიო “უახლოეს მომავალში ახალ სტრატეგიულ იარაღს იხილავს
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!