- “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა.
” ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, ჟურნალისტებში იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს ის სიები, რა სიებითაც ოპერირებენ ჩვენი მხარდამჭერები, მე ხელში მიჭირავს სია, ეს არის ჩვენი მომხრეების სია, ერთ კონკრეტულ უბანზე, აქ არის მონაცემები მათ შესახებ, მაგრამ არცერთი მონაცემი არ წარმოადგენს პირად მონაცემეს, შესაბამისად ამ სიებთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს, ეს არის მიღებული პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში და ჩვენ ამ პრაქტიკას ვიყენებებთ იმისთვის, რომ ორგანიზებულად ჩავატაროთ არჩევნები”.
“მეორეს მხრივ ყურადღება მინდა გავამხვილო ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ დაწესებულ 1000 ლარიან ჯილდოზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, ეს პრაქტიკულად სასაცილოა და სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. ქართული ოცნების და გეგა შენგელიას კამპანია არ საჭიროებს ასეთი მეთოდებით მუშაობას, ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია”.-თქვა ჩიქოვანმა.