ჩინეთის ელჩი: არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩინური კომპანიები ჩაერთონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა თუ სხვა პროექტებში


  • ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად აცხადებს, რომ ჩინეთი დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტებით. ამ პროექტების რიგში შედის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც.

„ზოგადად, ჩვენ, ჩინური კომპანიები, ჩინური საწარმოები, დაინტერესებულნი იქნებიან „სარტყლისა და გზის“ მთელს გაყოლებაზე, „შუა დერეფანში“, ინფრასტრუქტურული პროექტები“, – განაცხადა ელჩა ციენმა 6 სექტემბერს თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ასე რომ, თუკი კარგი პირობები გვექნა, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩინური კომპანიები ჩაერთონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა თუ სხვა პროექტებში“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა ჩინეთის საელჩოსა და ანალიტიკური ცენტრების, GSAC-ისა და „ჯეოქეისის“ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ.

წყარო: რადიო თავისუფლება


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!