”ჩვენ შეგვიძლია, მე შემიძლია”


4 თებერვალს კიბოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონმა’’ საინფორმაციო კამპანია გამართა სახელწოდებით „ჩვენ  შეგვიძლია, მე შემიძლია’’. მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო სახის ბროშურები, კიბოს ადრეულ პრევენციაზე და დიაგნოსტიკაზე. აქციის ფარგლებში, დაიდგა მემოგრამის აპარატი, სადაც  ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო გადაეღო ფოტო სასურველი სლოგანით.  „ქსენონის’’ხელმძღვანელმა  ნინო ჯანაშიამ აღნიშნა, რომ  დღევანდელი დღის  მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და კიბოს ადრეული პრევენციის მნიშვნელობა.

„რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას იმ უფასო სკრინინგ პროგრამების შესახებ, რომელიც ქვეყნაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მუშაობს,  მაგრამ საზოგადოების დაბალი ცნობიერების დონიდან გამომდინარე, ამ პროგრამებში მიმართვიანობა დაბალია,  მაშინ როდესაც კიბოს პრობლემა აბსოლუტურად მოგვარებადია, თუ ადამიანი ადრეულად  გამოავლენს მას და ამ შემთხვევაში კიბო დამარცხებადია.’’ განაცხადა ჯანაშიამ[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=HPpAtm2l0Dw[/embedyt]

მისი თქმით, საქართველოში ოთხი უფასო სკრინინგ პროგრამა არსებობს. ქალებისთვის 40 დან 70 წლამდე  ძუძუს სკრინინგ პროგრამა, ასევე საშვილოსნოს ყელის სკრინინგ პროგრამა, იგივე ასაკში.  მამაკაცებისთვის 50-დან 60-წლამდე ასაკის, არსებობს  მსხვილი ნაწლავის  უფასო სკრინიგ პროგრამა, და 70  წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის პროსტატის კიბოს  სკრინინგ პროგრამა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!