- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის უმცროსკლასელთა კლუბმა (ხელმძღვანელი ნათია როგავა) ჩაატარა ვიქტორინა-კონკურსი “ჩვენ ვკითხულობთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობებს”, სადაც ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლების ათი გუნდი ღებულობდა მონაწილეობას:
“ხომლი”-მეორე საჯარო სკოლა, “ჭკვიანი არწივები”-მეხუთე საჯარო სკოლა, “ნათლის ებგური”-მეათე საჯარო სკოლა, “შევარდენი”-რუხის საჯარო სკოლა, ყულიშკარის-საჯარო სკოლა “ნიკე”, სასახლის გუნდები-“სასახლე”, “მოაზროვნეები” და “სრა”.
ვიქტორინა-კონკურსის გამარჯვებული გუნდები არიან: მეათე საჯარო სკოლა “ნათლის ებგური”, ყულიშკარის “ნიკე”, სასახლის გუნდები-“სასახლე” და “მოაზროვნეები”.
გამარჯვებული გუნდების წევრები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.