ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის უმცროსკლასელთა კლუბმა (ხელმძღვანელი ნათია როგავა) ჩაატარა ვიქტორინა-კონკურსი “ჩვენ ვკითხულობთ ლევ ტოლსტოის მოთხრობებს”, სადაც ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლების 7 გუნდი მონაწილეობდა: “ხომლი”-II საჯარო სკოლა, “ჭკვიანი არწივები”-V საჯარო სკოლა, “ნათლის ებგური”-X საჯარო სკოლა, “შევარდენი”-რუხის საჯარო სკოლა.სასახლის გუნდები-“სასახლე”, “მოაზროვნეები” და “სრა”.
ვიქტორინა-კონკურსის გამარჯვებულები არიან გუნდები: სასახლის “სრა”, II საჯარო სკოლა “ხომლი”, X საჯარო სკოლა “ნათლის ებგური”. გამარჯვებული გუნდების წევრები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
“ჩვენ ვკითხულობთ ლევ ტოლსტოის მოთხრობებს”

coven vkitxulobt Vazha’s,
coven vkitxulobt Ilias
coven vkitxulobt akakis
jer da mere kvela danarcheni.