- დღეს, დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის, ხათუნა თოლორაიას ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე სამი აღსაზრდელი ირიცხება.
ისინი, სხვა აღსაზრდელების მსგავსად, თანაბარუფლებიან გარემოში იღებენ შესაბამის სერვისებს.
ინფორმაციისთვის, 2011 წლის 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.