- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, გაიმართა კლუბის “ჩვენი სამყაროს” პერფომანსი. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი პერსონები და დამსწრე სტუმრებს გააცნეს საკუთარი გეგმები.
ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილების უფროსმა ირმა კვირკვიამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ კლუბი წარადგინა ხუთმა წევრმა, რომლებსაც აქვთ სპექტაკლებში მონაწილეობის გამოცდილება. “მათ წარმოადგინეს საკუთარი პერსონები, შეასრულეს ნაწყვეტები მათ მიერ შესრულებული სხვადასხვა სპექტაკლიდან. კლუბს აქვს ძალიან ბევრი გეგმა, მათ შორის პერფომანსების მომზადება სხვადასხვა თემაზე, რომელიც არის ძალიან აქტუალური, საჭირო და სასარგებლოა განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის”.
დღეს, 6 მაისს საქართველოს ყველა ბიბლიოთეკაში მოხდება საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვა.