განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სამეგრელო -ზემო სვანეთის მასშტაბით, დაჯილდოვდა 256 მოსწავლე. წარჩინებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერები გადასცეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო სოზიაშვილმა და რესურსცენტრის უფროსმა კახაბერ ფარცვანიამ.
ნინო სოზიაშვილის ამბობს, რომ “წლიდან წლამდე იზრდება წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა, შარშან იყო 1982 წარჩინებული მოსწავლე მთელი საქართველოს მასშტაბით, წელს არის 2388 წარჩინებული მოსწავლე. ეს პროექტი ძალიან კარგია, ბავშვებისთვის, მასტემულირებელია, მათ უფრო მოტივირებულს ხდის”.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6MdIQscGDs4[/embedyt]ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, პორტატული კომპიუტერი გადაეცა 53 წარჩინებულ ზუგდიდელ მოსწავლეს.