- შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტო სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებზე 24 საათიან კონტროლს ახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში, სადაც კონტროლდება რეგიონში საავტომობილო გადაადგილება.
საპოლიციო ძალები ახორციელებენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დაცვას, ობიექტების მუშაობის და საჯარო სივრცეებში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრებასა და სოციალური დისტანციის დაცვას.
“საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,-ნათქვამია შსს გავრცელებულ ინფორმაციაში.