შსს: პოლიციამ სამეგრელო-ზემო სვანეთში და სხვა რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 6 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1960 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული გ.გ., 1999 წელს დაბადებული ლ.გ. და წარსულში ნასამართლევი პირები -1987 წელს დაბადებული ზ.ქ., 1978 წელს დაბადებული გ.დ. და 1994 წელს დაბადებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 28 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!