შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი გაიხსნა


  • დღეს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა.

250 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო სივრცეებს – აუდიტორიებსა და ლაბორატორიებს მოიცავს.

ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 1 749 770 ლარი შეადგინა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

6 − 4 =

Akismet ანტისპამი