- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” ჩატარდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკა, რომელიც 29 აპრილს დაიწყო და 23 მაისამდე გაგრძელდა.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზოგადად, სასწავლო პრაქტიკის მიზანია ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მყარი ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის საკითხების შესწავლას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
“ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს დირექტორი ნუგზარ მალაშხია, პრაქტიკის ფარგლებში, შეხვდა თითოეულ სტუდენტს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე .
ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” სტუდენტები ასევე გაეცნენ ცენტრის ცალკეული განყოფილებების: საქმის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის, ადამიანური რესურსების მართვის, ბუღალტერიის, შესყიდვების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სამსახურების, კონტროლიორთა და ზედამხედველობის ჯგუფების, მყარი ნარჩენების მართვის, აღრიცხვისა და ანალიზის, ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების სამსახურების მუშაობის როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ საკითხებს.
სტუდენტებმა დაათვალიერეს საამქრო, სადაც ხდება ქაღალდისა და მუყაოს შეგროვება და შემდეგ დაპრესვა მისი შემდგომი რეალიზების მიზნით”. – აღნიშNულია “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.