შოვი – ქართული ზაფხულის ტკივილი


  • გთავაზობთ ექსკლუზიურ ფოტორეპორტაჟს შოვიდან, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, შოვში მეგობრებთან ერთად მოხალისედ წასულმა ვიკა ფილფანმა გადაიღო სპეციალურად ”ზუგდიდელებისთვის”.

ინფორმაციისთვის: ეს ის ვიკა ფილფანია, რომელიც გუშინ, ჩვენმა საინფორმაციო პორტალმა, შოვში გამგზავრებულ ზუგდიდელ მოხალისედ გამოაცხადა, მაგრამ მესტიელი აღმოჩნდა. მესტიის ახალგაზრდა აქტივისტი, საკრებულოს წევრი, სვანეთისთვის გაკეთებული არაერთი კეთილი საქმის ავტორი, პროფესიით იურისტი, კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი, ექსტრემალური სპორტით გატაცებული ახალგაზრდა, რომელიც მეგობრებთან, წალენჯიხელ ალექს შანავასთან, რაჭველ ეთო არსანიძესთან ერთად ბრუნდებოდა მუხურის ტურიდან. მათ, სწორედ გზად, ზუგდიდში, გაიგეს შოვის მეწყრისა და ტრაგედიის ამბავი და მყისიერად გადწყვიტეს წასულიყვნენ იქ, სადაც მათი დახმარება ყველაზე მეტად იყო საჭირო.

ვიკა ფილფანი: ”მე და ჩემი მეგობრები მუხურის ტურიდან ვბრუნდებოდით. სწორედ ზუგდიდში გავიგეთ, რა ხდებოდა შოვში და გადავწყვიტეთ, სტიქიის ზონაში წავსულვიყავით დასახმარებლად. ოპერატიულად შევქმენით დაზარალებულთა დახმარების ანგარიში, პირველი ორი დღისთვის სამყოფი თანხაც უცებ ჩაირიცხა. ადგილზე ზუგდიდში, საკრებულოს თავმჯდომარეს გიგა ფარულავას დავუკავშირდით. გიგაც ოპერატიულად ამოგვიდგა მხარში, ფინანსები იყო, პროდუქტები, თუ საჭირო ნივთების ყიდვა, მანქანაში მათი ჩატვირთვა, დაგვეხმარა და გავემგზავრეთ ორი მანქანით. შოვში, სადაც უშუალოდ მეწყერი ჩამოწვა, რა თქმა უნდა, გუშინ არავინ შეგვიშვა, იქ მხოლოდ მძიმე ტექნიკა და მაშველები შედიოდნენ. ჩვენ შოვის შესასვლელთან გლოლაში- მდინარე დღვიორას მიმდებარედ დავბანაკდით. ღამე ადგილობრივმა მცხოვრებმა შეგვიფარა. დილიდან გამოვიტანეთ ჩვენი პროდუქტები, პირველი დახმარების ნივთები, ცხელი კერძიც გავუკეთეთ მაშველებს, დაზარალებულების ოჯახის წევრებს, რომლებიც აქ ელოდებიან და არ იციან რა შედეგით დამთავრდება მათი ახლობლების ძებნა. დღეს შოვშიც შეგვიშვეს-სტიქიის ზონაში. იქ ყველაფერი მძიმე სანახავია. მე შევეცადე რამდენიმე კადრი გადამეღო, ეს რა თქმა უნდა, ფრაგმენტებია იმ მძიმე მდგომარეობის რაც იქაა განვითარებული.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!