- დღეს, უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა საახალწლო გამოფენა – შობა-ახალი წელი უფლისწულის სასახლეში ,,მასპინძლობს საფრანგეთიდან დაბრუნებულ საგანძურს“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XIX საუკუნის ხელოვნების ნიმუშები, კერძოდ, ფრანგული წარმოების ფაიფურის, ფაიანსის, ფრაჟეს კოლექციები, სპეციალურად დადიანების ოჯახისთვის დამზადებული, სხვადასხვა საიმპერატორო და სამეფო სახელოსნოებში.
პირველად გამოიფინა დავით დადიანის მონოგრამით დამშვენებული სადილის ნაკრები, რომელიც მიმდინარე წელს იქნა შეძენილი დადიანების მუზეუმის მიერ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უფლისწულ ნიკო დადიანის დაკვეთით, საფრანგეთში დამზადებული, სალომე და აშილ მიურატების სადილის ნაკრები, დამღით – “SA” და ეკატერინე ჭავჭავაძის კუთვნილი ფაიფურის, მოხატული თეფში, რომლებზეც თევზებია გამოსახული.
ასევე წარმოგიდგენილი გახლდათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფიფანსებით რესტავრირებული ექსპონატები, რომელიც რესტავრირდა ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ლაბორატორიაში.
გამოფენა გაგრძელდება 27 იანვრამდე.



