„შინ ევროპისკენ“ – 20 ივნისს ზუგდიდში აქცია გაიმართება


  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით 20 ივნისს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე გაიმართება აქცია “შინ ევროპისკენ”.

“ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა. წლების მანძილზე საქართველომ უამრავი მსხვერპლი გაიღო, მათ შორის საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად დაამტკიცა, რომ სურს იყოს დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი და სწორ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს სხვა ევროპული სახელმწიფოების გვერდით.

2022 წლის ივნისის ბოლოს ევროკავშირი გამოაქვეყნებს საქართველოს სტატუსთან დაკავშირებულ დასკვნას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მომავლის რადიკალური ცვლილება შეუძლია.ივნისის ბოლოს გადაწყდება, ვუბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ფესვებს ევროპაში, სადაც ფუნდამენტური ღირებულება ადამიანი და მისი უფლებების დაცვაა, თუ კიდევ უამრავი შრომა მოგვიწევს ამისთვის.

ზუგდიდი და მთელი სამეგრელო ყოველთვის აქტიურ როლს ასრულებდა ქვეყნისთვის ყველა საჭირო საქმეში. ჩვენ განსაკუთრებით კარგად ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა… რისი გარანტიც სწორედ ევროკავშირია. ამიტომ, ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, 20 ივნისს, 18:00 საათზე, შევიკრიბოთ ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე და საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად ვაჩვენოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული არჩევანისადმი. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები”.-ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” დაანონსა აქცია “შინ ევროპისკენ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!