შინაგან საქმეთა მინისტრი ზუგდიდში იმყოფებოდა


  • შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან – იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სამეგრელოში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე, თანამშრომლების სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, სასადილო, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და გაესაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მათგან ადგილზე არსებული მდგომარეობის, ასევე, საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!