“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისთან ეროვნული მოძრაობის აქტივისტები უკვე მეორე დღეა შიმშილობენ. ისინი ითხოვენ სანდრა რულოვსთან შეხვედრას, რომ მან განუმარტოს, თუ რატომ უწოდა ერთ-ერთ საუბარში რულოვსმა ზვიად გამსახურდიას “ბანდიტი”. “მე ჩამოვედი ქუთაისიდან და აქ შემომიერთდნენ ეროვნული მოძრაობის ადგილობრივი აქტივისტები. ვმართავთ აქციას. უნდა შევხვდეთ სანდრა რულოვსს. ზვიად გამსახურდია დღესაც საქართველოს კანონიერი პრეზიდენტია და საინტერესოა რატომ უწოდა სანდრა რულოვსმა მას “ბანდიტი”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=nrLsruukOak[/embedyt]