,,შთამომავლები“ – თეტრალურმა ექსპერიმენტმა გაამართლა


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე, მაყურებელმა ნახა დრამატული სტუდიის (ხელმძღვანელი ნონა ტოტოჩავა) სპექტაკლი ,,შთამომავლები“, რომელიც შეიქმნა მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრების მიხედვით და წარმოადგენდა თეატრალურ ექსპერიმენტს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=f9hrMWwwe7o[/embedyt]სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტებით დადასტურდა, რომ თეატრალური ექსპერიმენტი შედგა. სპექტაკლის თითოეული მონაწილე გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით, გრაციოზულობით, სწორი მეტყველებით. ნორჩი მსახიობები, სცენაზე თავისუფლად გრძნობდნენ თავს, მათ შესძლეს მაყურებელი თავიანთ საოცარ სამყაროში შეეტყუებინათ და მოეხიბლათ ჯადოსნური ფერებით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=2LAJgu6emq0[/embedyt]

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Awdh7QJ13F0[/embedyt]სპექტაკლის სცენარის ავტორია ნონა ტოტოჩავა. მხატვარები ქეთი ხუფაცარია და გიორგი ქადარია, ქორეოგრაფი ქეთი ხუფაცარია. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის მხატვრული გაფორმება და ქორეოგრაფია ეკუთვნით თავად სტუდიის წევრებს, ახალგაზრდა მსახიობებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mlVthlajUDo[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!