“შვლის ნუკრის ნაამბობი” ზუგდიდში


ზუგდიდის თატრში წარმოდგენილ იქნა თოჯინური სპექტაკლი “შვლის ნუკრის ნაამბობი” (ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით). პრემიერამ შეიძლება ითქვას, სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლს ესწრებოდნენ თბილისიდან ჩამოსული თეატრთმცოდნეები: ლაშა ჩხარტიშვილი, მაკა ვასაძე და ლელა ოჩიაური. მათ მაღალი შეფასება მისცეს სპექტაკლს. სპექტაკლი ისევ ჩატარდება მომავალი კვირის ხუთშაბათს. სპექტაკლის 
რეჟისორია ნიკა საბაშვილი. მხატვარი – ილია საჯაია. ტექნიკური რეჟისორი – ნონა როგავა. მონაწილეობდნენ: გოგი გუგუჩია; ირაკლი სამუშია; მარინა დარასელია; მზევინარ ჩარგაზია; კობა მატკავა; ლაშა ხიზანეიშვილი; ილია საჯაია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!