- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, გაიმართა ქალაქის შესასვლელში, ცენტრალურ მოედანზე, ღვთისმშობლის, მოზაიკური პანოს პროექტის წარდგინების საჯარო განხილვა.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა. მან წარმოადგინა რამდენიმე ესკიზი.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს.
შეხვედრის ბოლოს, სტუმრებს მიესალმა და სიტყვით მიმართა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე გერასიმემ.