- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა პოეტთან და მთარგმნელთან ბელა შალვაშვილთან.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია. “დღეს, ბიბლიოთეკას სტუმრობს, დიდი ქალბატონი. მინდა ქალბატონს ბელას ვუსურვო ჯანის სიმრთელე და მომავალში წარმატებები.”
ბიბლიოთეკის ახალგაზრდა მკითხველებმა პოეტის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხეს.
ბელა შალვაშვილის შემოქმედებაზე და მის ღვაწლზე ისაუბრეს პოეტებმა და მეგობრებმა.
შეხვედრის ბოლოს, სტუმრებს მიესალმა პოეტი. მან აღნიშნა, რომ დღეს, ის მის საყვარელ კუთხეში, სამეგრელოში იმყოფება. “მთელი საქართველო მიყვარს, მაგრამ ეს კუთხე სხვანაირია და განსაკუთრებულად მიყვარს. ღმერთმა მაღირსოს კიდევ ასეთი თბილი შეხვედრა”.
პოეტმა დამსწრე საზოგადოებას თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაუკითხა.