შენობის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს


  •  ზუგდიდში, საკონსერვოს უბანში, დევნილთა დასახლების ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოზარდი, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან დღეს გამოწერეს. 
არასრულწლოვანის ბიძამ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია და დღეს დილით გაწერეს ჰოსპიტალიდან. “მიუხედავად ბავშვს ფეხი აქვს მოტეხილი და თავის არეშიც რამდენიმე ნაკაცრი აქვს ექიმებმა გვითხრეს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ახლა ველოდებით დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლებს და პასუხს დაბინავებაზე.
მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა”.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში საკონსერვოს უბანში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ. ნანგრევებში მოყვა ბავშვი, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!