შემოსავლების სამსახური – 5 მილიონამდე ევროს ღირებულების, 59 ძვირადღირებული ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა


  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.

უწყების ცნობით, უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის ე.წ. – VIN კოდის შეცვლის ფაქტი.

„საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 5 =

Akismet ანტისპამი