ზუგდიდში შემოდგომის ზეიმი გრძელდება. ბაღებში, სკოლებში ტრადიციად იქცა წელიწადის ამ ლამაზი დროის აღნიშნვა. ბარაქიანი იყო სამხატვრო გალერეაში, მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების მიერ (პედაგოგი დოდო კიკალიშვილი) გამართული ზეიმი. პატარებმა იცეკვეს, იმღერეს, საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს და სტუმრები სუფრასთანაც მიიწვიეს.